სურამში გაუჩინარებული 20 წლის ბიჭი ბათუმში იპოვეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბესო დვალიშვილი ავრცელებს ინფორმაციას.
"ბათუმში ვნახე. აქამდე არ ვიცნობდი. ტანსაცმლით და ფოტოსურათით ამოვიცანი. აღელვებულია. პრობლემების მოგვარება სურს. მთავარია, ეს ყველაფერი მოგვარდეს. მისი ოჯახი უკვე დამიკავშირდა. იციან, რომ კარგად არის, “- ამბობს ჩვენთან საუბრისას ბესო დვალიშვილი.
ცნობისთვის, გიორგი კობაალძემ სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი ცხოვრების შესახებ გარკვეულ დეტალებს ჰყვება.