"საერთოდ, მე არ ვთვლი, რომ პრემიერმინისტრმა უნდა გააკეთოს კომენტარი რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარია, არის ავთენტური საუბარი, არ არის ავთენტური... ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელია ასეთ საუბრებზე და ასეთ ჩანაწერებზე სპეკულირება და, მით უმეტეს, სერიოზული კომენტარი გაკეთება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ჩანაწერების გავრცელების მიზანი საქართველოში ომის დაწყებაა.
"რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი და იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მათი ამოცანა იყო და არის ჯერ კიდევ საქართველოში ომის დაწყება და არიან რა ისინი გამწარებულები და, რომ იტყვიან, სასოწარკვეთილები, მსგავსი სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. მე, რა თქმა უნდა, მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეს ჩანაწერი არაფრისმთქმელი არ არის საერთოდ. კიდევ ვიმეორე, მსგავსი შინაარსის ჩანაწერებზე მე არ გავაკეთებ... არ მაინტერესებს საერთოდ... მე საერთოდ ვერ დავიჯერებ იმას, რომ თქვენ მიერ ხსენებული რუსი ბიზნესმენი აქეთ ურეკავს ფორმულას ჟურნალისტს. ეს წარმოუდგენელია, შეიძლება, რაღაც ზღაპარში ეწეროს. არ მსურს ამაზე საუბარი.
მინდა, ერთი რამ გითხრათ - საერთოდ, რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი? რა მოხდა, რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რამე მოხდა ისეთი თუ რაზეა საუბარი? რაზე ველაპარაკებით ჩვენს ხალხს? სანქცირებული ვინ არის? არ მაინტერესებს... ბიზნესმენი დავით ხიდაშელი მოგეხსენებათ კარგად. მან გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე არ ვაპირებ, რომ მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო და ხელახლა აგიხსნათ, რას გულისხმობდა. მე მართლაც მომმართა ბატონმა ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები და მე უბრალოდ ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნეს სექტორთან. როგორც თავადაც დაადასტურა, აღნიშნული ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში, რომელიც დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა რამდენიმე ბიზნესწარმომადგენელს.
რაიმე გაგრძელება, რაიმე შედეგი დადგა? 0 [...] თქვენ მიერ ხსენებული ბიზნესმენის, გვარიც არ მახსოვს, შეხვედრებს საქართველოში არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. მე მიდნა გითხრათ, რომ მსგავსი სპეკულაციები არის აბსოლუტურად მიუღებელი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.