ქალს დასუფთავების მანქანა დაეჯახა

2022-04-27 14:42:01

კასპში დასუფთავების მანქანა ქალს დაეჯახა.

80 წლის ასაკის ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით დასუფთავების სამსახურის მანქანა დაღმართზე მოძრაობდა.

ფაქტთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.