თბილისის ზღვაზე უბედური შემთხვევა მოხდა. სამაშველო სამსახურმა წყლიდან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ამოიყვანა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი ეთნიკური ინდოელი იყო. ის წყალში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მყვინთავებმა ცხედრის ამოყვანა შეძლეს.
მომხდარზე შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.