ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

2022-04-26 17:29:07

ქარელის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ერთ-ერთი სატვირთო მიკროავტობუსია.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.