საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 26 აპრილიდან, "B" და "BE" კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.
პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
პრაქტიკული გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩასაბარებლად რუსთავში 4 მარშრუტი შეიქმნა.
ოთხივე მარშრუტის შემთხვევაში გამოცდა მომსახურების სააგენტოს ტერიტორიიდან იწყება და სრულდება.
- პირველი მარშრუტის დროს გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ შემდეგი ქუჩების გავლით: მომსახურების სააგენტოს ტერიტორია → თბილისის ქუჩა → იაკობ ცურტაველის ქუჩა → მეგობრობის გამზირი → თბილისი წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კვ → მომსახურების სააგენტო
- მეორე მარშრუტი: მომსახურების სააგენტო → ნიკო ლომოურის ქუჩა → მეგობრობის გამზირი → იაკობ ცურატაველის ქუჩა → მეგობრობის გამზირი → ჟიული შარტავას გამზირი → თბილისი წითელი ხიდის გზატკეცილი → მომსახურების სააგენტო
- მესამე მარშრუტი: მომსახურების სააგენტო → თბილისის ქუჩა → იაკობ ცურტაველის ქუჩა → მეგობრობის გამზირი → ჟიული შარტავას გამზირი → თბილისი წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ → მომსახურების სააგენტო
- მეოთხე მარშრუტი: მომსახურების სააგენტო → ნიკო ლომოურის ქუჩა → მეგობრობის გამზირი → იაკობ ცურტაველის ქუჩა → მეგობრობის გამზირი → ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა → თბილისის ქუჩა → თბილისი წითელი ხიდის გზატკეცილი → მომსახურების სააგენტო