სახელმწიფო კომპანიამ "საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა" გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საუბარია
კომპანიების შესახებ, რომლებმაც საქართველოში 2022 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში ყველაზე მეტი ელექტრო ენერგია მოიხმარეს.
მათ შორის არის რუსთავში არსებული ხუთი საწარმოც.
ანგარიშის მიხედვით, იანვარში, თებერვალსა და მარტში და რუსთავში არსებული კომპანიებიდან ყველაზე მეტი ელექტრო ენერგია "რუსთავის აზოტმა" - 67.2 მილიონი კვტსთ მოიხმარა.
1. "რუსთავის აზოტი" - 67.2 მილიონი კვტსთ
2. "რუსთავის ფოლადი" - 54.4 მილიონი კვტსთ
3. "ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია" - 40.7 მილიონი კვტსთ
4. "ჯეოსთილი" - 26.9 მილიონი კვტსთ
5. "რუსელოისი" - 24.0 მილიონი კვტსთ
გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარი იყო საქართველოს მასშტაბით არსებულ კომპანიებზე, რომლებიც ელექტრო ენერგიას “თელასისა” და “ენერგო პროს” გვერდის ავლით იღებენ და “პირდაპირი მომხმარებლის” სტატუსი აქვთ.
1. "ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა" - 306 მილიონი კილოვატ საათი
2. "ბი ეფ დი სი" (Bitfury) - 98.5 მილიონი კვტსთ
3. "რუსთავის აზოტი" - 67.2 მილიონი კვტსთ
4. "რუსთავის ფოლადი" - 54.4 მილიონი კვტსთ
5. „საქართველოს რკინიგზა“ - 42.5 მილიონი კვტსთ
6. "ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია" - 40.7 მილიონი კვტსთ
7. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - 39.6 მილიონი კვტსთ
8. "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" - 37.8 მილიონი კვტსთ
9. "აითილები" - 34.7 მილიონი კვტსთ
10. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ - 29.3 მილიონი კვტსთ