აღდგომის დღეს 22 წლის რუსთაველი ბიჭი მოკლეს

2022-04-25 12:11:20

ქარელში, სოფელ დირბში კვირას, აღდგომის დღეს 22 წლის რუსთაველი ლექსო ნიადაგიშვილი მოკლეს.

მას მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით ქვს მიყენებული.

შემთხვევა სოფლის ცენტრში, ერთ-ერთ მარკეტთან მოხდა. დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სამართალდამცავებმა მომხდარზე უკვე დააკავეს 1993 წელს დაბადებული მამაკაცი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები