მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს, საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები სასაფლაოებზე გადიან და მიცვალებულებს პატივს მიაგებენ.
რუსთავში არსებულ სასაფლაოზე დილიდან შეიმჩნევა ხალხმრავლობა. სასაფლაოსკენ მიმავალ გზებზე შეფერხებულია საავტომობილო გადაადგილებაც და წარმოქმნილია საცობი.
ტერიტორიაზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომელები არეგულირებენ.