ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია მამაკაცის შესახებ, რომელიც facebook მომხმარებლების თქმით - ბავშვებს აშინებს.
სხვადასხვა ჯგუფებში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვნების დაშინების ფაქტი, თბილისის რამდენიმე უბანში დაფიქსირდა. მომხმარებლები აღწერენ მამაკაცს და მშობლებს მოუწოდებენ გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება.