სენაკში, სამართალდამცველის ცემის ბრალდებით რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს.
ფიზიკურ ძალადობას უარყოფს დაკავებულების ადვოკატი ლაშა ხოშტარია. მისი თქმით, პოლიციელი თავად მივიდა შეკრებილ ახალგაზრდებთან და მათ უცენზურო სიტყვებით მიმართა.
"მოცემულ შემთხვევაში აცდენილია მუხლი კვალიფიკაცია რეალობას, ვინაიდან არანაირ სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებასთან არ იყო დაკავშირებული სავარაუდო ბრალდებულებსა და პოლიციას შორის ურთიერთობა. ეს იყო შელაპარაკების ნიადაგზე, რომელიც ისევ პოლიციელიდან წამოვიდა. მისგან წამოვიდა ბილწსიტყვაობა ახალგაზრდების მიმართ, რასაც მათგან ადეკვატური შეპასუხება მოყვა. არანაირ ფიზიკურ კონტაქტს ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა დაკავებულების უფლებადამცველმა ლაშა ხოშტარიამ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველი ქუთაისის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.