კომპანია "ენერგო პრო"-ს განცხადება - "გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 დეკემბერს 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 10 496 აბონენტს რუსთავში. კერძოდ, 11-ე, 12-ე, 16-ე, 17-ე, 18-ე და 19-ე მიკრორაიონებს; ტაბიძის, ტურგენევის, ქუჩიშვილის, ჭონქაძის, ორბელიანის, ერისთავის, ღლონტის, წულუკიძის, პუშკინის ქუჩებს და სანაპიროს ქუჩის ნაწილს. აგრეთვე, რაგბის მოედანს, ავტოჰაუსს და დავით ტვილდიანის სახ. უნივერსიტეტს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში. უამინდობის შემთხვევაშიუ გათიშვა არ შედგება".