უკრაინელები რუსულ აგრესიას უკვე 2 თვეა ებრძვიან. ასობით დაღუპული ბავშვი, მოხუცი და მშვიდობიანი მოქალაქე. წამება, გაუპატიურება, ძარცვა - რუსი აგრესორები უკრაინელებთა ბრძოლაში ყველანაირ ხერხს იყენებენ.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ომიდან 2 თვის თავზე, უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ სიმართლე, ხალხი და უფალი მათ მხარესაა, ამიტომ ისინი რუსეთის გაუგონარ აგრესიას აუცილებლად დაამარცხებენ.