სააღდგომო დღეებში, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების გრაფიკი არ შეიცვლება. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ინტერტრანსში" განუცხადეს.
აღნიშნული კითხვით საინფორმაციო სააგენტოს ათობით მოქალაქე დაუკავშირდა.
როგორც გავარკვიეთ, სადღესასწაულო დღეებში რუსთავიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, პირველი და ბოლო მარშრუტები ტრადიციულ დროს შესრულდება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ კვირას და ორშაბათს მცირედით გაზრდილი იქნება მიკროავტობუსების მოძრაობის ინტერვალი.