უკრაინაში დაღუპული რუსთაველი მებრძოლის სამშობლოში ჩამოსვენების თარიღი შეიცვალა.
როგორც ბატალიონ "დონბასის" მეთაური ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, ზაზა ბიწაძეს საქართველოში 24 აპრილს, კვირას ჩამოასვენებენ.
"მეგობრებო, ჩვენი ინფორმაციით ,რომელიც ეყრდნობა უკრაინაში საქართველოს საკონსულოს, ქართველი მებრძოლის არკადი კასრაძის ცხედარს საქართველოში ჩამოასვენებენ შაბათს, 23 აპრილს გამთენიისას, 04:55 საათზე ვარშავა-თბილისის რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
რაც შეეხება ზაზა ბიწაძის და ალიკა ცაავას ცხედრებს, მათ ჩამოასვენებენ მომდევნო დღეს, კვირას, 24 აპრილს გამთენიისას 04:55 საათზე, იგივე ვარშავა-თბილისის რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ღირსეულად დავხვდეთ ჩვენს გმირებს.
დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!", - წერს ვანო ნადირაძე.