რა ანათებდა რუსთავის ცაზე

2022-04-22 21:32:06

რუსთავის ცაზე და არამარტო ადამიანებმა ნათება შენიშნეს.

ეს ილონ მასკის პროექტის Starlink-ის დამატებით 53 თანამგზავრია, რომელიც კოსმოსში გუშინ გაუშვეს.

პროექტი Starlink-ი მასკმა 2015 წელს დაიწყო და მისი მიზანი მთელი პლანეტის თანამგზავრული ინტერნეტით დაფარვაა.

პროგრამას მასკმა Starlink-ი უწოდა და მას მისი კომპანია, „სფეის იქსი“ ახორციელებს. თანამგზავრების გაშვება ეტაპობრივად მიმდინარეობს, საცდელი თანამგზავრები პირველად 2018 წელს გაუშვეს, პირველი 60 თანამგზავრი კი 2019 წლის მაისში.