რუსთავის სასაფლაოებზე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის სამზადისი შეინიშნება.
მოქალაქეები სასაფლაოებს ასუფთავებენ. ისინი ტერიტორიებს შეძლებისდაგვარად ეკალ-ბარდებისგან, პოლიეთილენის პარკებისგან და სხვა ნარჩენებისგან წმენდენ.
ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია, მისასვლელი გზა და ფერდობები "რუსთავსერვის ცენტრმა" დაასუფთავა. ბოლო დღეების განმავლობაში, სამსახურმა სასაფლაოების ტერიტორიიდან 32 მანქანა ნარჩენი გაიტანა. მას შემდეგ, რაც მოქალაქეები სამუშაოებს დაასრულებენ, "რუსთავსერვის ცენტრი" ნარჩენებს კიდევ ერთხელ გაიტანას.
სამსახურმა მიმდებარედ დაამატა სანაგვე ურნებიც.
დასუფთავების სამუშაოებში რამდენიმე ათეული თანამშრომელია ჩართული.