რა ღირს საფლავის მოვლა-პატრონობა რუსთავში

2022-03-22 16:17:41

რუსთავის მუნიციპალური სასაფლაოზე არსებული საფლავების მოვლა-პატრონობის ღირებულება 10 ლარია.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შპს "გემას" დირეტორმა, მამუკა თევდორაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელობა არაა აქვს, სასაფლაო 1,2,3 თუ 4 ადგილიანია, მისი მოვლა პატრონობის საფასური ყველა შემთხვევაში თვეში 10 ლარია.

ფასში ძირითადად ყოველ კვრას საფლავის სარეველა ბალახებისგან განთავისუფლება შედის.