2 დღეში, 24 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება.
სააღდგომო სამზადისი რუსთავის ქუჩებში დღეს განსაკუთრებულად იგრძნობოდა. ქუჩებში გახშირებულია ხალხის გადაადგილება. ხალხმრავლობა შეინიშნება აგრარულ ბაზრებთან და სუპერმარკეტებში.
როგორც იცით, წელს პირველი აღდგომაა პანდემიის პირობებში, როცა მოქალაქეები დღესასწაულს მკაცრი შეზღდუდვების გარეშე ხვდებიან. მოსახლეობა ამჯერად შეძლებს სასაფლაოებზე გასვლას და ტრადიციისამებრ, როგორც ეს პანდემიამდე იყო, მიცვალებულებისთვის პატივის მიგებას.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ქალაქის ქუჩებიდან - "სააღდგომო სამზადისი რუსთავში".