14 წლის გოგონა, რომელსაც მარტვილში მესამე დღეა ეძებდნენ, პოლიციამ იპოვა. მოზარდი უვნებელია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გოგონა ნათესავის სახლში იპოვეს. დამატებითი დეტალები უცნობია.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს შსს-ში განუცხადეს, უწყება გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
შეგახსენებთ, მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა.