გამოფენა-გაყიდვა თეატრ "ბრავოში"

2022-04-21 18:26:00

რუთავში, თეატრ "ბრავოში" ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

როგორც მრავალშვილიან ოჯახთა კავშირ "მტევანის" ხელმძღვანელმა, იზა ცაგარელმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, გამოფენა-გაყიდვები აღნიშნულ სივრცეში სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.

"თეატრმა "ბრავომ" და ორგანიზაცია "მტევანმა" გააფორმა მემორანდუმი და სააღდგომოდ მოვაწყეთ გამოფენა-გაყიდვა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. აქ მაიში გაიხსნება არტ-კაფე და გამოყოფილი იქნება კუთხე, სადაც რუსთაველი შემოქმედები თავიანთ ნამუშევრებს გამოიტანენ და მუდმივი რეალიზაციის ადგილი გახდება. შემოსული თანხის მინიმუმ 15% გადაირიცხება მრავალშვილიან ოჯახთა დახმარების ფონდში, რომელიც დაფუძნდება ჩვენი ორგანიზებით", - განაცხადა იზა ცაგარელმა.

დღეს "ბრავოში" მრავალშვილიანი ოჯახების წევრების ნამუშევრები გამოეფინა. სივრცეში ნახატები, სამკაულები და სხვა ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი.