რუსთავში ტაქსის მძღოლებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრს საჩუქრები გადასცეს.
ტაქსის კომპანია "28-88-88"-ის მძღოლებმა ცენტრის ბენეფიციარებისთვის საკვები პროდუქტები და განსავითარებელი სათამაშოები შეიძინეს.
"გადავწყვიტეთ სააღდგომოდ მოგვეწყო საქველმოქმედო აქცია. დავეხმარეთ პატარებს პროდუქტებით და განსავითარებელი სათამაშოებით. ჩვენ ასეთი აქცია გვქონდა, თითოეული მგზავრის მიერ გადახდილი თანხის 1% სიმბოლურად მოხმარდა ამ ბავშვებს. ეს აქციები მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ბექა ნოზაძემ.
საქველმოქმედო აქციაში 25 მძღოლი იყო ჩართული.