"ინფო რუსთავს" ამერიკის ელჩი ეწვია

2022-04-20 22:59:22

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ეწვია.

ელჩმა "ინფო რუსთავის" დამფუძნებელთან, გიორგი ჩომახაშვილთან და ჟურნალისტებთან შეხვედრის სურვილი რუსთავში ვიზისტის დროს თავად გამოთქვა.

დეგნანმა დაათვალიერა "ინფო რუსთავის" სამუშაო სივრცე და გაეცნო სააგენტოს მუშაობის პრინციპს.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას ქალბატონმა ელჩმა ხაზი გაუსვა რეგიონული მედიის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ადგილობრივი ჟურნალისტები არიან საუკეთესოები, რადგან მათ არამარტო იციან ადგილობრივი საზოგადოების პრობლემები და საჭიროებები, არამედ მათთან უშუალო კონტაქტი და ნაცნობობა აქვთ.

ვიზიტის დროს კელი დეგნანმა "ინფო რუსთავის" გადაცემაშიც მიიღო მონაწილეობა და ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.

ელჩთან ჩაწერილ ინტერვიუს მალე გავავრცელებთ.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები