რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში კაცი გარდაცვლილი იპოვეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 65 წლამდე კაცს ნათესავები უკავშირდებოდნენ, თუმცა მამაკაცი კონტაქტზე არ გადიოდა. ნათესავებმა ამის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდეს.
ადგილზე მისულ სამართალდამცავებს მამაკაცი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი დახვდათ, სახლში შეღწევა კი მაშველების დახმარებით მოახერხეს.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა კაცის გარდაცვალების მიზეზი.