ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბეღლეთში ბაბუა 3 წლის შვილშვილთან ერთად ხევში გადავარდა.
ბავშვი ბაბუასთან ერთად, სამეურნეო ტენქიკით გადაადგილდებოდა, რად დროსაც ისინი ხევში გადაცვივდნენ.
დაშავებული ბავშვი ხულოს რაიონულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკის მენეჯერმა რუსლან აბულაძემ განუცხადა, მცირეწლოვანს თავის ქალის დაზიანება ჰქონდა, რის გამოც ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.