საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველი ივნისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვებს სახელმწიფო დახმარება 100 ლარიდან 150 ლარამდე გაეზრდება.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„პირველი ივნისიდან 150 ლარი იქნება ბავშვების სოციალური დახმარება. ამ მიმართულებით 341 მილიონი ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი, ეს დახმარება გაგრძელდება მომავალ წელსაც და მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ ეს გაგრძელდეს ყოველ წელს.
ეს დახმარება შეეხება 215 ათასზე მეტ ბავშვს და ასევე ვფიქრობთ სხვა სოციალური პროგრამების განხორციელებასაც“- ამბობს ღარიბაშვილი.