რუსთავის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
დენი არ აქვს, 21-ე მიკრორაიონსა და მის მიმდებარე ქუჩებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, დენი აბონენტებს ავარიულად გაეთიშათ და კომპანიის ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოფხვრისთვის უკვე მუშაობს.
მათი განცხადებით, ელექტრო ენერგიის მიწოდება აბონენტებს ერთ საათში აღუდგებათ.