ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ბოლო საათებში კიდევ რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.560 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.630 ლარად მოგიწევთ. საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურ კურსად 2.5352 ნიშნულს აცხადებს.