ყველაზე მოთხოვადი სპეციალობები

2022-04-15 11:24:52

თებერვალ-მარტში, წინა თვეებთან შედარებით, ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა.  ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობა IT მიმართულებაა. ღნიშნული სპეციალობით განცხადებების რაოდენობა 2-3%-ს ვერ სცდებოდა, ბოლო პერიოდში კი 7%-მდე მოიმატა და ყველაზე მოთხოვნადი კადრების ხუთეულში შევიდა.

უფრო კონკრეტულად, სექტორები, სადაც ყველაზე მეტი ვაკანსიაა, ასე გამოიყურება:

  • გაყიდვების მიმართულება
  • ჰორეკა სექტორი
  • საბანკო-საფინანსო
  • ბუღალტერია
  • IT სფერო

HR.GE-ს  ინფორმაციით, დასაქმების მსურველთა რაოდენობა არ შეცვლილა. დღეში სტაბილურად 70-დან 150-მდე (ზოგ შემთხვევაში 200-მდეც) ადამიანი რეგისტრირდება. საერთო ჯამში კი, საიტზე 134 000 სამუშაოს მაძიებელია დარეგისტრირებული.