2022-04-14 11:13:08
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ცნობით, 4.0(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 04:13 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი სამება იყო.