რუსთავიდან თბილისის მიმართულებით M3 კატეგორიის ავტობუსები ივლიან. [ვიდეო/video]
როგორც ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა მგზავრთა აყვანა რუსთავის შემოსასვლელიდან მოხდება და ბოლო გაჩერება თბილისში მეტრო ისანი იქნება.
მისივე თქმით, მგზავრობის საფასური სტუდენტებისთვის 50 თეთრი იქნება, ხოლო სტანდარტული ტარიფი 1.50.
ავტობუსები 20 წუთიანი ინტერვალით ივლიან. ლაცაბიძის თქმით, ჯერ-ჯერობით წინასწარ განსაზღვრული არა რამდენი ერთეული ავტობუსი მოემსახურება რუსთაველებს.
"ჩვენ რუსთავი-თბილისის ტრანსპორტზე ფასის ზრდიდან გამომდინარე, ფორსმაჟორულს სიტუაციაში გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით ივლის ავტობუსი M3 კატეგორია. ჩვენ მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის შევქმნით ალტერნატივას. სატარიფო თანხა სტუდენტებისთვის იქნება 50 თეთრი, სტანდარტული ტარიფი იქნება 1,5. პარალელურად დავიწყეთ და ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივ პროცედურებს ინტერტრანსთან. გუშინ გვქონდა შეხვედრა.
დავაჯარიმეთ კომპანია, ასევე გავაგრძელებთ თანამშრომლობას, დარღვეულია სახელშეკრულებო პირობების რამდენიმე მუხლი, ჩვენ აუცილებლად მათთან ერთად გავაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მივიდეთ კომპრომისამდე. მანამდე რუსთავი-თბილისის მიმართულებით იმოძრავებს ავტობუსები, კომფორტული, თანამედროვე, ევროპული ტიპის",- განაცხადა ლაცაბიძემ, რომელმაც რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსებით შესრულებულ პირველ რეისზე სტუდენტებთან ერთად იმგზავრა.
პირველი რეისი რუსთავიდან 07:00 საათზე შესრულდება და ბოლო ავტობუსი დედაქალაქიდან 23:00-ზე გამოვა.