გურჯაანი-ჩუმლაყის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 24 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.