"თანამშრომლობა მწვანე რუსთავისთვის" [photo]

2022-04-12 20:43:21

რუსთაში სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ-ს“ ორგანიზებით მე-9 საჯარო სკოლაში გამხმარი ხეების ჩანაცვლება მოხდა.

გამწვანების აქტივობაში აქტიურად ჩაერთნენ საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და მოხალისეები.

ასევე, UNDP-ის წარმომადგენლებთან ერთად აქტივისტებმა მოინახულეს მე-11 საჯარო სკოლაში გამწვანებული ტერიტორია და პროექტამდე სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ მიერ გამწვანებული სკოლები.

პროექტის „თანამშრომლობა მწვანე რუსთავისთვის“ ფარგლებში „გავიგუდეთ“ ახორციელებს ამ ტერიტორიების მოვლა-პატრონობასაც, რათა მიღებული შედეგები იყოს ბევრად უფრო მდგრადი.

ამინდის მიხედვით, კვირის განმავლობაში ხეებს ჩანაცვლება კოლეჯ “მოდუსშიც”  მოხდება.

პროექტის ფარგლებში  ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, მოქალაქეების, ადგილობრივი არასამთავრობო, კერძო და საგანმანათლებლო სექტორის ჩართულობით გამწვანდა და ირიგაცია მოეწყო სამი საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოში.

თავდაპირველად, დაგეგმილი იყო მხოლოდ კოლეჯ „მოდუსისა“ და მე-9 საჯარო სკოლის გამწვანება, თუმცა, მე-11 საჯარო სკოლაში მეტალურგიულმა საწარმომ „ჯეოსთილმა“ დარგო 270 ხე და პროექტის ფარგლებში ჩვენ შევძელით დამატებით მესამე ლოკაციაზეც მოგვეწყო საირიგაციო სისტემა. ასევე, პროექტის ფარგლებში შეძენილი ხეების ნაწილი გადანაწილდა ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბანში.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ჩატარდა ლექცია-სემინარები გამწვანებული საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, გამოცხადდა ქრაუდფანდინგი, რომელშიც აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი მოსახლეობა.

ჯამურად რუსთავში დაირგო 900-მდე ხე.