ქალი, რომელსაც ხე დაეცა, გარდაიცვალა

2022-04-12 20:08:42

ძლიერი ქარის გამო, ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "ოპტიმალ მედის" დირექტორმა, ეკატერინე ლორიამ დაუდასტურა.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, დაშავებული მათთან 14:13 საათზე 112-მა შეიყვანა. 40 წლის ქალს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. მიღებული ტრავმები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და 16:30 საათზე პაციენტი გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალს ვარკეთილში ძლიერი ქარის მიერ მოგლეჯილი ხე დაეცა.