რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი კომპანია "ინტერტრანსი" მგზავრობის ფასის ზრდის მერიასთან შეუთანხმებლობის გამო დაჯარიმდება.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განუცხადა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ სამართლებრივ ნაბიჯებს გადავდგავთ, რაც ხელშეკრულებით გვაქვს დადგენილი, დაიწყება დაჯარიმება და ამავდროულად დავიწყებთ სამუშაო შეხვედრებს მათთან ერთად, რომ მოვძებნოთ გამოსავალი",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ლაცაბიძის თქმით, ხელშეკრულების პირობებით თითოეულ ლოტზე ფასის გაზრდისთვის ჯარიმა 100 ლარია.
იქიდან გამომდინარე, რომ "ინტერტრანსს" მგზავრები 11 სამარშრუტო ხაზზე გადაჰყავს, საჯარიმო თანხა 1100 ლარით განესაზღვრება.