რუსთავში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

2022-04-12 15:05:11

უამინდობამ და ძლიერმა ქარმა რუსთავში გარკვეული პრობლემები შექმნა.

ქარმა სახურავის ნაწილი გადახადა ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობას. თუნუქის ნაწილები ცენტრალურ მოედანზე დაცვივდა. ქალაქის მასშტაბით ცენტრალურ საავტომობილო გზებზე მიმოფანტულია სანაგვე ურნები, რომელთა ნაწილიც დაზიანებულია.
ადგილზე უკვე გასულები არიან მერიის შესაბამისი სამსახურები