მგზავრობა გაძვირდა

2022-04-12 10:07:02

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ფასი გაიზარდა.

"ინფო რუსთავს" დილიდან რამდენიმე მგზავრი დაუკავშირდა. "ინტერტრანსის" მძღოლები მგზავრებს აცნობენ რომ მომსახურების საფასური 2.5 ლარი გახდა.

ფასის მატებასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავმა" ინფორმაცია რამდენჯერმე გაავრცელა, კომპანიაში კი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებდნენ.

მგზავრობის ახალ ტარიფთან დაკავშირებით კომპანიისა და მერიის პოზიციას "ინფო რუსთავი" მოგვიანებით გაგაცნობთ.