რუსთავის მუნიციპალიტეტი ჭის სახურავებს ყიდულობს

2022-04-10 18:27:51

რუსთავის მუნიციპალიტეტი ჭის რგოლებს, გადახურვის ფილებს და სახურავებს შეისყიდის.

აღნიშნულისთვის ააიპ "რუსთავსერვის ცენტრმა" ელექტრონული ტენდერიც გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქალაქი შეისყიდის ჭის 20 რგოლს, 10 გადახურვის ფილას, 20 ოთხკუთხა სახურავს, 20 ყრუ სახურავს.

აღნიშნულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  9280 ლარია გამოყოფილი.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ რუსთავში ჭის სახურავების ქურდობისთვის მამაკაციც დააკავეს, რომელმაც ქალაქის მასშტაბით 30-მდე ჭის სახურავი მოიპარა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები