საქართველოდან 14 აზერბაიჯანის და 11 თურქეთის მოქალაქე გააძევეს

2022-04-10 12:38:52

საქართველოდან 2021 წელს უცხოეთის 77 მოქალაქე გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს ქვეყნიდან გაძევებულების მიხედვით აზერბაიჯანი და თურქეთი ლიდერობს. უფრო კონკრეტულად, საქართველოდან 14 აზერბაიჯანის და 11 თურქეთის მოქალაქე გააძევეს.

სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, გასულ წელს 6 - ეგვიპტის; 5 - ინდოეთის, ირანის, ნიგერიის; 4 - იორდანიის, ტაჯიკეთის; 3 - ბანგლადეშის, მაროკოს, რუსეთის; 2 - სომხეთის, ისრაელის, ერაყის; 1 - ალჟირის, ბელარუსიის, თურქმენეთის, კოტ-დივუარის, პაკისტანის, უზბეკეთის, უკრაინის და ყაზახეთის მოქალაქე გააძევეს.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ყველაზე მეტი - 40 გაძევებული პირი 26-დან 40 წლამდე იყო; 17 პირი – 41-დან 65 წლამდე; ხოლო 11 - 18 წლამდე და 9 პირი - 18-25 წლამდე ასაკის იყო.