რუსთავში, საავტომობილო გზების ორმული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ქუჩაზე ატარებენ.
მოქალაქეები "ინფო რუსთავის" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქტიურად წერდნენ, რომ ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით, მნიშვნელოვანი სამუშაოებია გასატარებელი, რასაც გუშინ, რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე გამოეხმაურა.
"თვალს ვადევნებდი, თქვენი ანონსები რომ იდო ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ადამიანი წერდა, რომ გზის საფარი არის დაზიანებული და რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა. ნალექმა კიდევ უფრო მეტად დააზიანა და ამასაც მივხედავთ", - განაცხადა ლაცაბიძემ.