რას დააფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

2022-04-08 11:32:50

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული სერვისების რაოდენობა იზრდება. კერძოდ, დაფინანსდება ზრდასრულთა და ბავშვთა რეაბილიტაცია, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, სიმსივნის დიაგნოსტირების, თუ მკურნალობის არაერთი სერვისი, რომელსაც რეფერალის პროგრამა ფარავდა, ან სამინისტრო არ აფინანსებდა.

სამინისტროს განცხადებით, რიგ შემთხვევაში მკურნალობის სერვისების დაფინანსება რეფერალის პროგრამის ფარგლებში დროში იწელებოდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად კი ბენეფიციარებისთვის არაერთი სამედიცინო სერვისი გახდება ხელმისაწვდომი. დაფინანსდება ციფრული PET/CT (პეტ კატე).