თბილისში შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 8 წლის დათა, ისრაელის კლინიკაში გადაიყვაეს. თანხის გარკვეული ნაწილი, დათას სამკურნალოდ, საზოგადოების დახმარებით შეგროვდა. დათა ისრაელში რეაბილიტაციის კურსის გასავლელად მშობლებთან ერთად გაემგზავრა.
ავარიის შედეგად დათამ მძიმე ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც, ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო. მას ისრაელში რეაბილიტაციის სრული კურსი ჩაუტარდება.