ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე (ზოოვეტის გადასახვევიდან ქვემო ფონიჭალამდე მონაკვეთზე) დაახლოებით 22:30 საათზე მოხდა. ერთმანეთს "ჰონდა"-ს მსუბუქი ავტომობილი, "მაზდას" მინივენი და "მერსედესის" მიკროავტობუსი დაეჯახა. მიკროავტობუსი თბილისიდან რუსთავში ბრუნდებოდა და მგზავრები გადაჰყავდა, მძღოლის თქმით მანქანაში 6 მგზავრი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.