ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

2022-04-07 00:25:25

ლაგოდეხი-წნორის ​დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზა შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს "ბე-ემ-ვესა" -ის და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახა, რა დროსაც 70 წლამდე კაცი გარდაიცვალა და ორი პირი დაშავდა.

დაშავებულები ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ფოტო: ფორმულა