რუსთავის ინოვაციების ჰაბი პროფესიულ კოლეჯ მოდუსთან ერთად ახალ პროექტს "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" იწყებს.
პროექტი ხორციელდება მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) თანადაფინანსებით.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას.
საინფორმაციო შეხვედრის ბოლოს რუსთავის ინოვაციებს ჰაბს, კოლეჯ მოდუსსა და მერსი ქორფსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროექტის განხორციელების მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.