კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში 3 წლის ბავშვმა თამაშის დროს წამალი დალია და გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანმა ბიჭმა, რომელიც 6 წლის დასთან თამაშობდა, ფსიქოტროპული პრეპარატი მიიღო.
ექიმების მცდელობის მიუხედავად, ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი 4 აპრილის ღამეს, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.
და-ძმა სოფელში, ბებიასთან იზრდებოდა. ბიჭის მცირეწლოვან დასთან და ბებიასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.