ავარიას პოლიციელი ემსხვერპლა

2022-04-04 19:36:40

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამართალდამცავს ავტომობილი შეეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცდილობთ.