"ქონების გადასახადს ჩამოვაწერთ"

2022-04-04 12:36:11

მთავრობამ დღეს ტურისტული სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადის ჩამოწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ამის შესახებ განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

"ტურისტულ სექტორს 2021 წელს ქონების გადასახადს ჩამოვაწერთ. შევისწავლეთ სიტუაცია ამ სექტორში. კოვიდის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა ეს სექტორი-სასტუმროები და სარესტორნო ინდუსტრია.

ამიტომ 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის ეს სექტორი. ამაზე დეტალებს უკვე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები მოგახსენებენ",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჯერჯერობით არ თქმულა, თუ რამდენი მილიონი ლარის გადასახადები ჩამოეწერა ამ ბიზნესს.