თბილისში ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად, 2 ადამიანია მოკლული, რამდენიმე კი დაჭრილი.
დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.