რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა

2022-04-03 00:24:52

რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით კოსტავას გამზირზე, 40 წლამდე მამაკაცმა, მეუღლეს, 30 წლამდე ქალს ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ოჯახში დაპირისპირებას მათი არასრულწლოვანი შვილი ესწრებოდა. ქმარი ცოლს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.